მარნეულის 11 საბავშვო ბაღში მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება

429

მარნეულის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღში მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ადგილობრივმა ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სხვადასხვა სამშენებლო მასალები უკვე შეიძინა და 9 438 ლარის გამარტივებული ხელშეკრულება ინდმეწარმე სამირ იბრაგიმოვთან გააფორმა. შესყიდულ მასალებსშორისაა კარის საკეტები, საღებავები, ელექტრო ჩამრთველები, წყლის მილები, ონკანები, სანტექნიკური მოწყობილობები და სხვა. მარნეული ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მსგავსი სახის სამუშაობეს, საჭიროებისმაებრ თითქიმის ყოველწლიურად ახორციელებენ.

“მთელი წლის განმავლობაში ყველა ბაღში ტარდება სამუშაობი. თუ სანტექნიკა გაფუჭდა, ან უნიტაზის შეცვლაა საჭირო ხდება შეკეთება ან ახლით შეცვლა. სამუშაოებს დასვენების პერიოდში გავაკეთებთ. ახალი სასწავლო წელი რომ დაიწყება, ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს.“ – თქვა მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ ქარამოვმა

მუნიციპალიტეტში სულ 14 საბავშვო ბაღია. 2022 წელს სააღმზდელო პროცესი 11 საბავშვო ბაღმა განაახლა. ორში კი სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს. ზაურ ქარამოვის თქმით, 2022-2023 წელს, სწავლა მარნეულის N 1 და სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღებშიც განახლდება.