ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

798

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კიდევ ერთს პირს, ეგარსლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მანამდე ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 2019 წლის 30 მაისს დააკავეს. საუბარია ბათუმში „იაფი სახლის” პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არ შესრულდა. ბათუმის მერიამ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით 1 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა, კომპანია გაუჩინარდა, რაზეც გამოძიება დაიწყო. ერმაკოვს პროკურატურა 1 370 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.