კასპში ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

447

კასპში სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის ორ ცენტრალურ – გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავს ქუჩებს.

შენობის ფასადებთან ერთად, გიორგი სააკაძის სკვერის მოწყობის სამუშაობიც მიმდინარეობს. ფილების დასაგებად მომზადდა ძეგლის კვარცხლბეკი, ასევე, მზადდება მიწის ვაკისი.

გასულ წელს დასრულდა გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სახელმწიფო შენობის და რამდენიმე მარკეტის ფასადების რეაბილიტაცია.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია კასპის ცენტრისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის მოწყობა.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 8.3 მილიონი ლარია.