ქარელში საფეხბურთო სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

361

ქარელში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია დაგეგმილია, – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” გიორგი ბერუაშვილი, ქარელის სპორტის ა(ა)იპ-ის უფროსი ესაუბრა.

მისი განმარტებით, სტადიონის რეაბილიტაცია პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის ფარგლებში მოხდება.

“პრემიერის ინიციატივაა, რომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდეს ერთი სტადიონის რეაბილიტაცია და ამ ჩამონათვალში ქარელის სტადიონიც მოხვდა. ჩვენი ინფორმაციით, ამ პროგრამის განხორციელება წელს უნდა დაიწყოს. ვნახოთ, როგორ წარიმართება სამუშაოები. შეიძლება გარდამავალი პროექტი იყოს და მომავალ წელსაც გაგრძელდეს”, – გვითხრა გიორგი ბერუაშვილმა.

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში სტადიონის ფოტოები არაერთხელ გავრცელდა, სადაც მოქალაქეები მისი რეაბილიტაციის საჭიროებაზე წერდნენ.