სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხულოს საბაგირო არ მუშაობს

457

ხულოს ბაგირგზა  არ მუშაობს. მიზეზი საბაგირო კაბინის რეაბილიტაციაა.

როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, შემოწმების შედეგად კაბინას ხარვეზები დაუდასტურდა. მათივე ცნობით, სამუშაოებს, სავარაუდოდ, თვენახევარი დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ბაგირგზით თაგოს მოსახლეობა სარგებლობს, რეაბილიტაციის დასრულებამდე ადგილობრივები შემოვლითი სამანქანო გზით ისარგებლებენ, რომელიც ხულოს ცენტრიდან 8 კმ-ს მოშორებითაა.