ქობულეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 846 000 ლარი დაიხარჯება

448

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცეს. პროგრამისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 846-ათასი ლარი გამოიყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მანამდე კი მერიის წარმომადგენლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საჭიროებებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ. მოსახლეობამ მთავარ პრობლემად ინფრასტრუქტურული საკითხები დააყენა.

ამასთან, სხდომაზე ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების კომისიის ახალ თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, თეა მოწყობილი აირჩიეს.

პარტია ”საქართველოსთვის” წევრებმა საკრებულოზეც დააყენეს საკითხი, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პრობლემა დღის წესრიგში დადგეს. პარტიის წევრი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საკითხისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა შესაბამისი სამსახურების მიერ დაწყებულია.