ბათუმის საკრებულო ფრაქცია „ლელო საქართველოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ დატოვა. მან საკრებულოს განცხადებით უკვე მიმართა. მისი თქმით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
“მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში, მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები, სწორედ ბათუმელებისთვის და არა მხოლოდ ბათუმელებისთვის, სხვა ფლანგზე ბრძოლით. ვაგრძელებ ბრძოლას, ვაგრძელებ შრომას, ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩვენი გულშემატკივრისთვის, თუ არა გულშემატკივრისთვის, იმ მხარდაჭერის ფარგლებში. არ ვაპირებთ გაჩერებას, არ ვაპირებთ ხელის ჩაქნევას”, — თქვა კუპრაძემ ჟურნალისტებთან.
ბათუმის საკრებულიო დღეს შეიკრიბა. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.