მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა

389

წინა სტატია

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება.

„ჩვენი მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი წელს. ჩვენ საექსპორტო მანდარინს, 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ გადასამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ. ეს კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.