უცოდინარ ხალხს ვერ დავასაქმებთ – როგორ შეარჩევს ქარელის მერი ახალ თანამშრომლებს

617

“უცოდინარ ადამიანს ჩვენ ვერ დავნიშნავთ”, – ამის შესახებ, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა აუზის თანამშრომლების შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მისი განცხადებით, ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი არ გამოცხადდება.

“კონკურსს არ გამოვაცხადებთ, ისედაც ბევრი ადამიანი მიმართავს ქარელის მერიას დასაქმების თხოვნით და სწორედ აქედან მოხდება ახალი კადრების შერჩევა. 10-15 კაცს შევარჩევთ.  არჩეული კადრები გაივლიან გადამზადების კურსს და ვინ წარმატებით აითვისებს, მათ დავნიშნავთ. უცოდინარ ადამიანს ჩვენ ვერ დავასაქმებთ, რადგან იქ იმხელა ფასეული ტექნიკა არის. მათ ამ საქმეს ვერ ვანდოთ”, – განაცხადა გულიაშვილმა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ტექნიკური პერსონალის შერჩევა მოხდება.