ურნების პრობლემა ქარელში – ოპოზიციამ საკრებულოს მიმართა

395

ნაგვის ურნების პრობლემასთან დაკავშირებით, პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა ვასილ ბაქრაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხსენებით მიმართა. ბაქრაძის თქმით, ურნების ნაკლებობა ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების გამძაფრებას იწვევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“მცირე ზომის ურნების არ ქონა ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს და დისკომფორტს უქმნის, როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე ჩამოსულ სტუმრებს და საჭიროებს დროულად რეაგირებას”, – აცხადებს ბაქრაძე.

​ბაქრაძის განცხადებას უპასუხა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ. იური ქობესაშვილის განცხადებით, საკითხზე კომისია მსჯელობას მყისიერად დაიწყებს.