ზაალ უდუმაშვილი: თუ მერი გავხდები, თბილისში გამგეობებს გავაუქმებ

707

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თუ თბილისის მერი გახდება, თბილისში გამგეობებს გააუქმებს.

მისი განცხადებით, გამგეობების ნაცვლად დედაქალაქში 32 სერვისცენტრი იქნება. ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს, დღეს საღამოს შევთავაზებთ.

“მთავარი ის არის, რომ თბილისის მერია პარტიული დასაქმების ადგილი არ უნდა იყოს, როგორც ეს ხდებოდა წინა მერების შემთხვევაში. გამგეობებს გავაუქმებ და იქნება 32 სერვისცენტრი დედაქალაქში. აი როგორც არის იუსტიციის სახლები. მივა მოქალაქე, ჩააბარებს განაცხადს იმაზე თუ რა სჭირდება და მიიღებს პასუხებს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

წყარო: აიპრესი