გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

443

გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი და ამფითეატრი მოეწყო. ასევე, აშენდა სპორტული მოედანი. პარკში განახლდა მწვანე საფარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები.

გარდა ამისა, პარკი დაიყო სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნულების სივრცეებად.

გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პარკის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის 3.8 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.