საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირდება 4 კილომეტრამდე გზა. მნიშვნელოვანია, რომ გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.
გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. აქამდე არსებული გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
ასევე, მერიის ინფორმაციით, სოფელ რუხში გამსახურდიასა და გაბისონიას ქუჩების სრული რეაბილიტაციაც მიმდიანრეობს, რომელიც რუხს და ახალაბასთუმანს ე.წ. კომბინატის დასახლებასთან აკავშირებს. გზის სიგრძე 7 კილომეტრია.