ბათუმის ბულვარი ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

1027

ტურისტული სეზონის შესახვედრად ბათუმის ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია უკრაინული სკვერის, ახალი ადაპტირებული პლაჟისა და ახალ ბულვარში 4 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკეიტპარკის მოწყობა.

ამასთან, ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ტურისტული სეზონის დაწყებამდე ძველ ბულვარში არსებულ საბავშვო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.