ბორჯომის პარკი ზაფხულის სეზონს 2 ახალი ელექტრომობილით და ატრაქციონებით შეხვდება

1180

ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკიში საკურორტო სეზონისთვის სამზადისი მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს ბორჯომის პარკში ახალი ატრაქციონი მოეწყობა და 8 ახალი წიგნის ფორმის სავაჭრო ჯიხური დაიდგმება, ასევე, დაგეგმილია ორი ელექტრომობილის შეძენა, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას 300 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადასცა.

გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს პარკის ტერიტორიის დასუფთავების და გამწვანების სამუშაოები.

როგორც მერიაში აცხადებენ, იგეგმება არსებული ატრაქციონების რეაბილიტაცია, სკამებისა და სანაგვე ურნების განახლება. ჩატარდება ხიდების, ატრაქციონებთან არსეული მოაჯირებისა და გარეგანათების ბოძების სამღებრო სამუშაოები.