მარნეულის თვითმმართველობა 140 მასწავლებელს მგზავრობას დაუფინანსებს

355

მარნეულის არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლების მგზავრობას მერია ყოველთვიურად 50 ლარით დააფინანსებს. საუბარია ქართული, როგორც მეორე ენის საგნობრივ პროგრამაში ჩართულ პედაგოგებზე. ასეთი მუნიციპალიტეტს კი 140 მასწავლებელი ჰყავს. საკრებულოს აპარატის უფროსის, ნინო ბერიძის თქმით, აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტში გასულ წლებშიც იყო და თანხა პედაგოგებს 10 თვის განმავლობაში ეძლეოდათ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„დამტკიცდა წესი არაქართულ სკოლებში ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისათვის მგზავრობის თანხა. ეს ყოველწლიურად იყო და 10 თვის მანძილზე მათ ეძლევათ 50 ლარი. ახლა უბრალოდ შემუშავებულ იქნა ეს ყველაფერი და დამტკიცდა შესაბამისი წესი“

გამოდის, რომ თითო პედაგოგის მგზავრობის თანხას მერია ყოველწლიურად 500 ლარით აფინანსებს. 140 მასწავლებელზე კი 10 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან 7 000 ლარს გამოჰყოფს.

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს. მათ შორის სოფლებში ქუჩების სახელდების და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ. ყველა საკითხზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.