ბათუმის მერიის ინფორმაციი, ტბეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, თამარის დასახლებაში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქუჩა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, ქუჩის რეაბილიტაციისას გათვალისწინებული იქნა მოსახლეობის თხოვნა, რის საფუძველზეც ქუჩის გარკვეულ მონაკვეთი გაფართოვდა.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, უმოკლეს ვადაში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები შესრულდა.
“ტბეთის ქუჩაზე უკვე მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები. დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს სანიაღვრე ჭების მონტაჟი და ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება.
გარდა ამისა, პროექტი ასევე ითვალისწინებს ტბეთის ქუჩის შესახვევის კეთილმოწყობასა და განახლებული განათების სისტემის მონტაჟს
ტბეთის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ეს თამარის დასახლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ქუჩა წლების განმავლობაში იყო მოუწესრიგებელი, სადაც, როგორც ტრანსპორტით, ასევე, ფეხით გადაადგილებისას მოსახლეობას დისკომფორტი ექმნებოდა. ტბეთის ქუჩაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. ასევე, დაგეგმილია ტბეთის ქუჩის შესახვევის კეთილმოწყობაც. ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება”, – განაცხადა ბათუმის მერმა.