წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილედ “ლელოს” ერთადერთი დეპუტატი, გიორგი დარსალია აირჩიეს. მას მხარი დაუჭირა ოპოზიციის 15-ივე წევრმა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
“ქართული ოცნების” დეპუტატებს არც ამჯერად მიუღიათ მონაწილეობა კენჭისყრაში.
მანამდე, ხმათა უმრავლესობით ენმ-ის წევრი ავთანდილ გაბელაია გახდა პირველი მოადგილე.
საკრებულოს თამჯდომარემ მიმართა მმართველ პარტიას, წარადგინონ მოადგილის კანდიდატურა, რაზეც უარი მიიღო. “ოცნების” განმარტებით, ისინი არ აპირებენ ამ “მასკარადში” მონაწილეობის მიღებას.
წალენჯიხის საკრებულომ წინა სხდომაზე აირჩია ოპოზიციონერი თავმჯდომარე. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მმართველ პარტიას. წარდგენილ კანდიდატს მხარი “საქართველოსთვის” და ენმ-ის დეპუტატებმა დაუჭირეს.