ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეს 5 მოადგილე ეყოლება

362

ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციური პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს კიდევ 4 მოადგილე ეყოლება. ამის შესახებ მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეს თეიმურაზ ბასილაიას ამ დრომდე 1 მოადგილე, კახაბერ ჩანგელია ჰყავდა. აღნიშნულ თანამდებობებს ამჯერად მაია გაწერელია, გია მამფორია, გიორგი სორდია და ბესიკ სორდიაც დაიკავებენ.

ამ წუთებში სხდომაზე ხმაურია. დეპუტატებს შორის დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე “გახარია-საქართველოსთვის” წევრის, გიგა ფარულავას დასახელებამ გამოიწვია.

მმართველი პარტიის დეპუტატები კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ.