მარტვილში აგრარული ბაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი დაიხარჯა

468

მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზარი გაიხსნა. ინფორაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

აგრო-ბაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი. სადაც დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. დღეიდან მათ საშუალება აქვთ კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.