ოზურგეთის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

469

წინა სტატია

ხმაურის მიუხედავად, ოზურგეთის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მას მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია წავიდნენ.

მომავალი წლის ბიუჯეტი 27 814 000 ლარია. დეპუტატებს პრიორიტეტები მერმა გააცნო და ამასთან, მათ კითხვებს უპასუხა.

როგორც ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, პრიორიტეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება და ჯანდაცვა. ასევე გარემოს დაცვა.

მერის თქმით, გაუმჯობესდება რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა. ოპოზიციის თქმით კი, ბიუჯეტი არ არის მორგებული რეგიონის საჭიროებებზე.