დედაქალაქის საკრებულოსთან, სადაც პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს, ხმაური იყო. პარტიის ლიდერ ანა დოლიძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კერძოდ, ანა დოლიძეს მის მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოში შესვლა სურდა, რისი უფლებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. ანა დოლიძეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდა.
ის მითხოვს საკრებულოდან უფლებამოსილი პირი გამოვიდეს, რომელიც განმარტებას გააკეთებს, თუ რატომ არ უშვებენ. ადგილზე, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ანა დოლიძე პარტიის მხარდამჭერებთან ერთად საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტე სისტემის შემოღებას აპროტესტებენ.