“ნუ გვახჩობთ” – ამ ლოზუნგით დედაქალაქის საკრებულოსთან პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტე სისტემის შემოღებას აპროტესტებენ.
პარტიის ლიდერმა ანა დოლიძემ ადგილზე ყულფი მიიტანა, მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას სააბონემენტე სისტემით “ნუ ახჩობენ” მოქალაქეებს.
“ყულფის ღირსი ხართ. ნუ გვახჩობთ. რასაც ქვეყანას უკეთებთ, ეს არის დახჩობა. ნუ გვახჩობთ! ოჯახები და ბავშვები გვყავს. მგზავრობისას 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარის ჯიბიდან ამოღება დახჩობაა. ეს ყულფი დარჩეთ მათ სამახსოვროდ”,- აღნიშნავს დოლიძე.