კურიოზი მოხდა მარტვილში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს. ინფორმაციას ოდიშინიუსი ავრცელებს.
საღამოს წამყვანმა ნაძვის ხის ასანთებად სცენაზე მარტვილის მერი მოიწვია, ოღონდ სახელები აერია:
“მინდა სცენაზე მოვბიწვიო მარტვილის ახლადარჩეული მერი ბატონი თემურ ჯანაშია, უკაცრავად, ბატონი თორნიკე ჯანაშია”, – განაცხადა წამყვანმა.
შეგახსენებთ, მარტვილის მერობის კანდიდატი ენმ-დან გენერალი თემურ ჯანაშია იყო, ხოლო “ქართული ოცნებიდან” – თორნიკე ჯანაშია. გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდა საჭირო, სადაც ხმები ასე გადანაწილდა:
თორნიკე ჯანაშია (ქართული ოცნება – N41) – 51.845%
თეიმურაზ ჯანაშია (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 48.115%.