ზურაბ ალფაიძე: 2022 წელს „ჯივიპი“ აქტიურად გააგრძელებს წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებისთვის ინვესტირებას

762

2022 წელს „ჯივიპი“ აქტიურად გააგრძელებს წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებისთვის ინვესტირებას, – აცხადებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე.

ზურაბ ალფაიძის თქმით, 2022 წელს მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტები დედაქალაქის ყველა რაიონში გაგრძელდება.

„დაგეგმილი პროექტებიდან აღსანიშნავია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც აქტიური სამუშაოები იანვრის თვეში დაიწყება – ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე სრულად განახლდება წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები.

ასევე, აღსანიშნავია თბილისის ზედა ზონების ალტერნატიული წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის დაგეგმილი პროექტი. მასშტაბური სამუშაოები ტაბახმელას მიმართულებით განხორციელდება, რაც კიდევ უფრო სტაბილურს გახდის ზედა ზონების დასახლებების წყალმომარაგებას”, – განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.