GWP-ის ტექნიკური დირექტორი: 2021 წელს „ჯივიპიმ“ დედაქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 70 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა

331

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორის ზურაბ ალფაიძის განცხადებით, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას მუდმივად ჭირდება განახლება და განვითარება, აღნიშნული მიმართულებით 2021 წელს კომპანიამ დედაქალაქის ყველა რაიონში 70 პროექტი განახორციელა.

მისივე თქმით, „ჯივიპი“ დედაქალაქის ყველა რაიონში მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებისთვის ინვესტირებას 2022 წელსაც განაგრძობს.

„სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში სრულად განახლდა, როგორც წყალსადენის ასევე წყალარინების ქსელები. წყალმომარაგების მოძველებული სისტემა განახლდა მანჯგალაძის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, კალანდაძის, განთიადის, რაზიკაშვილის, ერეკლე მეფის და სხვა ქუჩებზე. შეიცვალა მაგისტრალური ქსელები და დამონტაჟდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შედეგად, აღნიშნულ და მიმდებარე ქუჩებზე მომხმარებლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, – განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.