საგარეჯოს სოფლების – ყანდაურასა და ბადიაურის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება

459

წყალმომარაგების კომპანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყანდაურასა და ბადიაურში წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. კომპანიის ცნობით, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. მათივე ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში მოსახლეობა წყალს წყაროებიდან და კერძო ჭაბურღილებიდან იღებს.

„ორი სოფლის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.
პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 12 მილიონამდე ლარი მოხმარდება. მისი დასრულება 2023 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. შედეგად აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ“, – წერია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.