დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა

416

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოსა და არბოშიკის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს.

„პროექტს, წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოებისთვის 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია გამოიყო.

აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. შესაბამისად, წყლის არსებული დებიტი მოსახლეობის მოთხოვნილებებს სრულად ვერ აკმაყოფილებს.

პროექტის ფარგლებში სოფლებში არსებული რეზერვუარები და ჭაბურღილები რეაბილიტირდება. დამატებით მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.

სამუშაოების დასრულება 2022 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.