გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, შიდა გზების მოასფალტება დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება და ჯამში ასფალტის საფარი 11 კილომეტრზე დაიგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.
ადგილობრივების განცხადებით, სოფელ გამარჯვებაში შიდა გზები ამორტიზებული იყო და წლების განმავლობაში არ შეკეთებულა.
გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 2 309 600 ლარი დაიხარჯება. თანხის ძირითადი ნაწილი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსება კი 5 %-ს შეადგენს.