ზუგდიდის საკრებულოს სხდომა „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს

700

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს. მათი განცხადებით, სხდომას იმიტომ ტოვებენ, რომ მათი პარტიის წევრების დიდი ნაწილი, გარკვეული მიზეზების გამო არ იმყოფება დარბაზში.

„ჩვენი გუნდის წევრები არ იყვნენ, მიზეზები ჰქონდათ. ჩვენ უბრალოდ მოვედით იმიტომ, რომ ჩვენი ერთ-ერთი წევრის უფლებამონაცვლეობა ვცანით”,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხათუნა შამუგიამ.

სხდომაზე „ქართული ოცნება” და პარტია „საქართველოსთვის” წევრები რჩებიან. გამომდინარე იქიდან, რომ კვორუმი არის, სხდომა გრძელდება.

მანამდე ზუგდიდის საკრებულომ 2 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო.