მას შემდეგ, რაც ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარის არჩევის განმეორებით კენჭისყრაზე ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა, კვორუმი არ შედგა და სხდომა გადაიდო. შესვენების შემდეგ, დარბაზში მხოლოდ გახარიას პარტიის დეპუტატები დაბრუნდნენ. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
კენჭისყრამდე, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ლელოს“ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატურას კენჭი მხოლოდ მმართველი პარტიისა და “გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა უყარეს. ჯუმბერ იზორიას მხარი მხოლოდ 12-მა წევრმა დაუჭირა.
ინფორმაციისთვიის, 27-კაციან საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა” და პარტია “საქართველოსთვის” 7-7 წევრით არის წარმოდგენილი, “ლელოს” ერთი დეპუტატი ჰყავს, 12 წევრი კი “ქართულ ოცნებას”.
https://www.facebook.com/chkhorotsku/videos/639449927194780