ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ვერც მესამე ცდაზე აირჩია თავმჯდომარე. კენჭისყრის პროცედურაში მხოლოდ მმართველი გუნდი და “საქართველოსთვის” მონაწილეობდნენ. სულ 19 დეპუტატი. აქედან, 7 ბათილი ბიულეტინია.
გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ დღესვე მზად არიან თავიანთი კანდიდატი დააყენონ, შოთა წურწუმია, რომელიც წინა სხდომებზეც პარტიის კანდიდატი იყო ამ პოზიციაზე.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
მანამდე სხდომა ენმ-მ და “ლელომ” დატოვეს.
ჩხოროწყუს საკრებულომ გასულ კვირას, ვერც მეორე სხდომაზე შეძლო თავმჯდომარის არჩევა. სხდომაზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. პარტია “საქართველოსთვის” შოთა წურწუმია და “ქართული ოცნებიდან” ჯუმბერ იზორია. ოპოზიციის მიერ ღიად გამოცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, შოთა წურწუმიამ – 12 ხმა მიიღო, ჯუმბერ იზორიამ -13. ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, გამოჩნდა, რომ ვიღაც “გაიყიდა” და მათ უარი თქვეს განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის – პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, 7- “ნაციონალურ მოძრაობას”, 1 -“ლელოს” და 12 “ქართულ ოცნებას”.
https://www.facebook.com/chkhorotsku/videos/306710728032288