რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც 98 499 ლარი შეადგინა, დეპუტატმა სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ნემსაძესთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, გელა მამარდაშვილთან ერთად დაათვალიერა.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, შ.პ.ს ამჯ-ჯგუფმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა და მიმდინარეობს ობიექტის მიღება-ჩაბარების პროცედურები.
“სოფელ აღვში ახლად რეაბილიტირებული შიდა სასოფლო გზა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი რეგიონის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.