ბორჯომში, ბარათაშვილის ქუჩაზე ლითონის მოაჯირების მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება

588

ქალაქ ბორჯომში ბარათაშვილის ქუჩაზე ლითონის მოაჯირების მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

ქუჩაზე მდინარის გასწვრის არსებული საყრდენი კედელი აღდგა და მოპირკეთდა, მოეწყო მდინარეზე ჩასასვლელი კიბეები, განთავსდა სანაგვე ურნები, ტერიტორიაზე მოხდა ასევე გრუნტის შეტანა, სადაც შემდგომ კოინდარი დაითესება. ამ ეტაპზე ლითონის მხატვრული მოაჯირების მოწყობა მიმდინარეობს.

ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალურ-პარკთან მისასვლელ ერთ-ერთ ქუჩას წარმოადგენს და ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია. მისი კეთილმოწყობა კი მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენდა.

აღნიშნულ ქუჩაზე 2 წლის განმავლობაში განხორციელდა საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია. კეთილმოეწყო ასევე ქუჩაზე არსებული მოსასვენებელი ადგილები.