კასპის მერია: სოფელ ზემო რენეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

636

სოფელ ზემო რენეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მალე დასრულდება –  ამჟამდ შიდა და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს, – აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, 8 სოფელს 30 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ქონდა. მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ, რაც გარკვეულ სირთუულებთან იყო დაკავშირებული. მათივე ცნობით, ზემო რენეს საბავშვო ბაღი 8 სოფლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაგანაც 3 საზღვრისპარაა, ხოლო 4 მაღალმთიანი.

საბავშვო ბაღის აღდგენით სამუშაოებისთვის თანხები მუნიციპალური ბიუჯეტიტა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გამოიყო, სამუშაოების ღირებულება კი, რომელსაც შპს „ლიკანი 200“ აწარმოებს, 684 112 ლარს შეადგენს.

“დასრულებული შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად იქნება დაქვემდებარებული, ასევე აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით, კეთილმოწყობილი ეზოთი და გასართობი საშუალებებით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია – მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბავშვები განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებენ, ამისათვის კი არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე აქტიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. სულ მალე პატარები ახალ მოსახლეობას იზეიმებენ – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.