ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს

370

ა(ა)იპ ახალციხის ციხის დირექტორად გიორგი ნათენაძე დაინიშნა. იგი უფლება–მოვალეობის შესრულებას 9 დეკემბრიდან შეუდგა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„გიორგი ნათენაძეს კერძო სექტორსა და ტურიზმის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, წარმატებით ხელმძღვანელობს სხვადასხვა აგროტურისტულ პროექტს სამცხე-ჯავახეთში. მან, 2008 წელს პირველი ტურისტული ორგანიზაცია „მესხეთის ტურები“ დააფუძნა, არის ხიზაბავრის ისტორიული ტერასების აღდგენისა და ვაზის იშვიათი ჯიშების მოძიებისა და აღდგენის იდეის ავტორი, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელი პრეზიდენტი და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ბორდის წევრი. ასევე, იგი სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის თავმჯდომარე და „ნათენაძის მარანის“ დამფუძნებელი ხელმძღვანელია“,–ნათქვამია ახალციხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე იყო. მან პოსტი 3 დეკემბერს დატოვა. იგი ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.