“ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ლაგვილავამ ზუგდიდის საკრებულოს მანდატი დატოვა

506

ზუგდიდის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ლაგვილავამ საკრებულოს დეპუტატის მანდატი დატოვა. მან დღევანდელ სხდომაზე მისთვის, როგორც დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა წარმომადგენლობით ორგანოს. მაგრამ თქვა, რომ დღევანდელ სხდომას დაესწრება.

მისივე სიტყვებით, უმძიმს ეს გადაწყვეტილება, რადგან აქ 7 წელი იმუშავა. თუმცა დარწმუნებულია, საკრებულო შეძლებს ღურსეულად საქმიანობის გაგრძელებას.

ირაკლი ლაგვილავა წინა მოწვევის საკრებულოში, ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა.