“თუ ასე გააგრძელებენ, ხელფასს ვერ მიიღებენ” – გიორგაძე “ნაცმოძრაობის” პროტესტს ეხმაურება

826

9 დეკემბერს, მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების პროტესტის ფონზე დაიწყო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

სახელფასო ნუსხის დამტკიცებისას, “ენმ”-ს წევრმა, ნარგიზა ალიევამ, პოსტერი “თავისუფლება მიშას” გაშალა და საკრებულოს მუშაობას პროტესტი გამოუცხადა. მასთან ერთად სხდომა „ენმს“ ყველა წევრმა დატოვა. საპასუხოდ მარენულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გორგაძემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თუ „ენმ“ ბოიკოტის რეჟიმში გადავა, მათი ხელფასების საკითხს დააყენებს.

„მინდა დავუბრუბდე მათ ქცევას, რასაც ენმ ცდილობს. ეს არის მათი სახე, მინდა ვთქვა, რომ როცა მათ ხელფასებზე და ლიმიტებზე იყო საუბარი, სიამოვნებით მოისმინეს და პირიქით ერთმანეთს ედავებიან ვინ იქნება მოადგილე და ვის ხელფასი ექნება, ეს მოსწონთ. თუ ესენიმართლა გულით აკეთებენ ამას, მაშინ კეთილი ინებონ და უარი თქვან ხელფასებზე და სარგოებზე. ეგენი თუ ცდილობენ სხდომებს არ დაესწრებიან და რამეს გვავნებენ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ და გადაწყვეტილებებს მაინც მივიღებთ ხელს ვერ შეგვიშლიან. მაგრამ ეს არის სახე მათი პოლიტიკური საქმიანობისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე. მათ ხმა მისცა ამომრჩეველმა და ესენი ასე ბოიკოტით აპირებენ გაგრძელებას. მე დავაყენებ საკითხს , თუ ესენი ასე გააგრძელებენ, ხელფასს ვერ მიიღებენ. ხელფასი ერიცხებათ იმ მომენტში საჯარო მოხელე იქნება თუ პოლიტიკური თანამდებობის პირი, როდესაც ის ემსახურება მოსახლეობას და ასრულებს თავის მოვალეობას“

„ენმ“- ს წევრი საკრებულოში, ნარგიზა ალიევა ამბობს, რომ სხდომებს ყოველთვის დაესწრება და მდუმარე დეპუტატი არ იქნება.

„ჩვენ მანდატი ხალხმა მოგვცა. ხალმა აგვირჩია და იმიტომ ვზივართ საკრებულოში და წევრები ვართ. ხალხის არჩევანის შედეგად ჩვენ იქიდან ხელფასს ვიღებთ. არავის არ აქვს უფლება ხალხის მიერ მოწოდებული მნადატი წაგვართვას. ამით თუ გვაშანტაჟებენ, არაა პრობლემა. მე ხელფასის გაერშეც დავრჩები. თუ სააკაშვილი ციხეშია, ესეიგი, დემოკრატია ამ ქვეყანაში მოკვდა. მე ყველა სხდომას დავესწრები და არც ერთ მანდატს არ დავტოვებ, ამას აქედან გიცხადებთ. არავის აქვს უფლება ეს მანდატი წამართვას. ჩემთვის არც თანამდებობა არც ხელფასი არაა მნიშვნელოვანი. მთავარია ხალხის ხმა მივაწოდოთ და ყრუ-მუნჯი დეპუტატები რომ ვიყოთ ამის სურვილი არ გვავქს“

“თავისუფლება მიშას” – სტიკერი ამ წარწერით, ალიევამ სხდომათა დარბაზის ცენტრში მჯდომ საკრებულოს თავმჯდომარის თავს ზევით, კედელზე მიაკრა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანმა სტიკერი სწრაფადვე მოხსნა და ნარგიზა ალიევას ესროლა, ხოლო ამირან გიორგაძეს სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

პროტესტის ნიშნად, ნარგიზა ალიევამ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა რის შემდეგაც სიტყვით ფრაქცია “ენმ”-ს თავმჯდომარე გამოვიდა. ალიევას მსგავსად საკრებულოს სხდომას უნდობლობა მანაც გამოუცხადა და “ენმ”-ს სხვა წევრებთან ერთად სხდომა დატოვა.