,,რა ფორმოთ მოხდება და როგორ, ამაზე კომენტარს მაშინ გავაკეთებთ, როდესაც მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს” – განაცხადა ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მისი განმარტებით, საზოგადოება ინფორმაციას მაშინ მიიღებს, როდესაც სახლი გაუქმდება ან რეორგანიზაცია მოხდება.
ქარელის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმების შესახებ განგაში გახარიას გუნდის წარმომადგენელმა ვასიკო ბაქრაძემ ატეხა. მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მერია სწორედ ვასიკო ბაქრაძის გამო, აუქმებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს:
,,აუქმებს იმის გამო, რომ არ მოსწონს იქ დასაქმებული ადამიანები” – განაცხადა ბაქრაძემ საკრებულოს სხდომაზე.
ვასიკო ბაქრაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მერიის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს კურატორობდა.
ახლა, ბაქრაძე ყოფილი პრმიერი-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში და საკრებულოშიც მოხვდა.
ქარელის 2022 წლის ბიუჯეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისთვის წელიწადში 23 400 ლარია გათვალისწინებული.