“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე პარტიის თვამჯდომარის, ნიკა მელიას პოზიციას იმეორებს და ამბობს, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატურა მათთვის მისაღები იქნება. წითლიძის თქმით, თუ ხვალ, საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარეობის კანდიდატურა ისევ ჩავარდა, პოლიტიკური კრიზისის გარაუვალი იქნება.
ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ გახარიას ეს წინადადება მისი კანდიდატურის თვამჯდომარეობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით კონსულტაციები კიდევ მიმდინარეობს და ძნელია ახლა მოლოდინი გითხრათ, რა იქნება ხვალინდლე სხდომაზე, თუ ხვალ კიდევ ერთხელ ჩავარდა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა, ეს ნიშნავს უკვე გარდაუვალ პოლიტიკურ კრიზისს და მინიციპალიტეტის სრულ პარალიზებას, – ამბობს ანა წითლიძე
ნიკა მელია მზად არის, ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის საკრებულოების თავმჯდომარეებად მხარი გახარიას გუნდის კანდიდატებს დაუჭიროს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ენმ-ს თავმჯდომარე მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკუთარ პირიბას აყენებს და ამბობს, რომ ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციის დეპუტატებმა უნდა დაიკავონ.