რა ღონისძიებებს გეგმავს ქუთაისის მერია საახალწლოდ

794
ქუთაისის მერია, წელს, შემცირებულ საახალწლო პროგრამას წარმოადგენს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიებაა დაგეგმილი. მათი უმრავლესობა საბავშვოა. 31 დეკემბერს გაიმართება ბერიკების თეატრალური წარმოდგენა, კოსტიუმირებული პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟების მონაწილეობით საბავშვო დადგმა, საცირკო წარმოდგენა ბავშვებისთვის, დრამერების შოუ-მსვლელობა, სანტაკლაუსების კოსტუმირებული ველომსვლელობა და გოზინაყის დამზადება. ახალი წლის ღამეს დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომლის მონაწილეთა ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.

უცნობია ისიც, როდის აპირებს მერია ქალაქის მთავარი ნაძვის ხის განათებას.
 

ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი 7 იანვარს. შობა დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყობა.

მერია საახალწლო ღონისძიებებში 16 660 ლარს დახარჯავს, ქუჩების საახალწლოდ მორთვაში კი 289 840 ლარს.