მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმოქმედონ ამ გადაწყვეტილების სწრაფად შესრულებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„მივესალმები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ეს არის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი წინ უფრო მეტად შეთანხმებული გამოსავლის პოვნისკენ. როგორც ვიცით, ეს შუალედური ღონისძიება შეიცავს გარკვეულ მოთხოვნებს, კერძოდ, მოუწოდებს სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და პარალელურად შეიცავს ხელისუფლებისადმი სავალდებულო მოწოდებას, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა, რომ მან მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ანგარიში უნდა გაეგზავნოს 24 ნოემბრამდე. ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომელიც იმედი მაქვს, მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, როდესაც გარკვეული ძირითად საკითხები წინ წაიწევს, მათ შორის შესაძლო ყველაზე მწვავე საკითხები, რომლებიც ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება. მოვუწოდებ ყველას, რომ პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად მის შესასრულებლად“, – განაცხადა ჰარცელმა.