ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ. ამ თემაზე კომენტარი პრემიერმინისტრმა მცხეთაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მათი სურვილია, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციისთვის.