ზუგდიდს მერის პირველ მოადგილედ დღეს მამუკა წოწერიამ კონსტანტინე კაკავა დანიშნა. ის გიორგი შენგელიას გადადგომის შემდეგ ზუგდიდის მერის მოვალეობას ასრულებდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
კაკავა მერის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა. მანამდე კი საკრებულოს წევრი და ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილე იყო.
რაც შეეხება, მეორე მოადგილეს, მერიაში აცხადებენ, რომ ეს პოსტი ვაკანტურია და რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგად ახლადარჩეული მერი მამუკა წოწერია უფლებამოსილების შესრულებას 22 ნოემბრიდან შეუდგა.