ადიგენის საკრებულოს თანამშრომლების ხელფასები იზრდება

428

ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თვმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 420, მისი მოადგილის კი 280 ლარით იზრდება, მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების ხელფასს 100-100 ლარი ემატება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17 პოლიტიკური თანამდებობის პირი და აპარატის 9 თანამშრომელი ჰყავს, მათი ხელფასები ასე გადანაწილდება:

საკრებულოს თავმჯდომარე – 3 070

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1 980

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – 1 350

საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – 1 350

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა  კომისიის თავმჯდომარე – 1 350

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – 1 350

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის – 1 350 თავმჯდომარე

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 1 350

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 1 000

საკრებულოს აპარატი

საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – 1300

საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – 1 000

საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 700

საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 700