ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას არჩევნების მოპარვაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს, მამუკა წოწერიას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
მათ მიტანილი აქვთ პლაკატები, წარწერით: „წადით, თქვენით“, „ნახვაწები და ბოცები, აღვირახსნილი ქოცები“, „მირანდა მესხმა მოპარა ერს ხმა“, „სუს-ის კრებსში რომ წერია, ის კაცია წოწერია“ და ა.შ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა.
ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მიმდინარეობისას 2 ადამიანი დააკავეს.