ბორჯომის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე და სამი მოადგილე ფარული კენჭისყის შედეგად აირჩია. საკრებულოს დავით ზაალიშვილი უხელმძღვანელებს. მისი მოადგილეები კი გიორგი ფერაძე, ჯუმბერ კურტანიძე და ნიკოლოზ კიკნაძე იქნებიან.
სამივე მაგანმა 24–24 ხმა მიიღო. გიორგი ფერაძის და ჯუმბერ კურტანიძის არჩევის შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობას 25 დეპუტატი იღებდა, ნიკოლოზ კიკნაძის შემთხვევაში კი 24.
ბორჯომის საკრებულო 33 დეპუტატითაა დაკომპლექტებული, აქედან 24 “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, 1-1 “გახარია საქართველოსთვის” და “პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენს, 7 კი “ნაცონალური მოძრაობის” წარმომადგენელია.
მათგან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 32 დეპუტატი იმყოფებოდა, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.