ენმ ხელვაჩაურის ახალმოწვეულ საკრებულოს სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო

570

2021 წლის ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე დაიწყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხელვაჩაურის ახალმოწვეულ საკრებულოს სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ფარსში მონაწილეობა არ სურთ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, დისკომფორტს ქართულ ოცნებას მანამდე შეუქმნიან, ვიდრე პუტინის პირადი პატიმარი მიხელ სააკაშვილი ციხიდან არ გამოვა

“ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ მომდევნო სხდომებზე მისვლას აპირებენ, თუმცა იქნებიან მაქსიმალურად კრიტიკულები.