ზუგდიდის მერიის “კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა” საახალწლო განათებების შესყიდვასა და მონტაჟზე 155 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო დეკორაციების მოწყობა იგეგმება აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე, ცენტრალურ მოედანზე, დადიანების მუზეუმის ეზოში, გამსახურდიას გამზირზე და სხვ.
ტენდერში წინადადებების მიღება გუშინ დასრულდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა – შპს “ქოლორფულ სფირითსმა” მიიღო. შპს-ის დაფიქსირებული ფასი 150 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე პრეტენდენტის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, შარშან მერიას საახალწლო განათებების შესაძენად თანხა არ დაუხარჯავს, 2019 წელს კი 100 ათასი ლარი გამოყო, ხოლო 2018 წელს დეკორაციების შეძენას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასზე მეტი მოხმარდა.