ახალციხეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება

411

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ ახალციხეში, 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 180 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული ქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 2.6 მილიონი ლარით აფინანსებს. პატარები განახლებულ ბაღში მომავალი წლიდან მივლენ. პროექტი 2020 წლის ნოემბერში დაიწყო და 2022 წლის იანვარში დასრულდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 55 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო,“- ნათქვამია ინფორმაციაში.